შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოდი, გპატიჟებ...

მარი იმერი 7 წლის წინ
*
უსამართლობა, რამდენი?
მჯიჯგნის, მიახლებს იარებს,
ვერ ვპოვე სულის საყრდენი
ვგავარ ქარს -მოხეტიალეს.

საც განთიადის ღარებზე
მზე კი არ ბრწყინავს-შრიალებს,
ფოთლების საქანელაზე
ვეღარ ვიშუშებ იარებს.

გულს ნესტიანი ჩვენებით
ვერა და ვეღარ ვიალებ,
უფალო , ჯვარის სიტვირთით
შენ ხომ ჩემს გამოც იარე?!

მოგონებები სველ თარგში
ხავსიან დღეებს ჩაითრევს
შენ, ჩემო ბედნიერებავ
მოდი, გპატიჟებ ჩაიზე!


მარი მარი
Laravel

კომენტარი

1
ზვიად მესხი ფილოსოფოსი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
სამოვარი მზად გაქვთ?
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →