ჩანაწერი
Laravel
შენ მშობლიურო მთა ველო
**************
ბავშვობის სურნელს მინახავ
შენ, მშობლიურო მთა-ველო,
რარიგ მომინდა ფეხშიშველს
ღელე-ჭალები მომევლო ,
ის საცალფეხო ბილიკი,
თმაში ჩაწნული გვირილა,
მამაპაპური წისქვილი
სიმინდ-ავსილი ხვიმირა.
თონეს ჩაკრული პურები,
ჭურ-მარან სავსე კერია,
ჩემი ბავშვობის სურნელი
რარიგად მომნატრებია.
ქარო, იმგვარად დაქროლე,
თვალებს მივსებდეს ნამქერი,
სუსხო სიცივით მაათრთოლე,
დღეს ჩემს ბავშვობას გავცქერი!.
ცაო, იმგვარად დათოვე,
როგორც აქ ზამთარს უხდება,
ფიფქებთან მარტო დამტოვეთ
ჩემი ბავშვობა შუქდება!
ბავშვობის სურნელს მინახავ
შენ, მშობლიურო მთა-ველო,
რარიგ მომინდა ფეხშიშველს
ღელე-ჭალები მომევლო ,
ის საცალფეხო ბილიკი,
თმაში ჩაწნული გვირილა,
მამაპაპური წისქვილი
სიმინდ-ავსილი ხვიმირა.
თონეს ჩაკრული პურები,
ჭურ-მარან სავსე კერია,
ჩემი ბავშვობის სურნელი
რარიგად მომნატრებია.
ქარო, იმგვარად დაქროლე,
თვალებს მივსებდეს ნამქერი,
სუსხო სიცივით მაათრთოლე,
დღეს ჩემს ბავშვობას გავცქერი!.
ცაო, იმგვარად დათოვე,
როგორც აქ ზამთარს უხდება,
ფიფქებთან მარტო დამტოვეთ
ჩემი ბავშვობა შუქდება!
Laravel
კომენტარი
0