შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ლ(ექსპერიმენტები) მხოლოდ (ა) ხმოვნით, მხოლოდ (ე )ხმოვნით

მარი იმერი 6 წლის წინ
მხოლოდ (ა ) ხმოვნით
*******
შავთვალავ და შავდალალავ,
სად ხარ, ამ წამს?
ბარაქალა შავ
წარბ-წამწამს,
ნატვრად დამაქვს
მაგ თვალთა ცა,
გხატავ, გხატავ და
ქარს ვატან,
მხატვარს ვგავარ
ალბათ, ნატანჯს.
გასცდა განცდა,
სახლს, ნასახლარს,
გზა დაჰკარგა,
ტაძარ-ტაძარ
ნატვრად დახვალ,
ვარსკვლავს გავხარ,
თავს დავკარგავ!
განა მართლა
სხვასთან წახვალ?
რად მკლავ ქალავ,
შავდალალავ?!

/მარი იმერი/


მხოლოდ (ე) ხმოვნით
********
ვერ ვძლებ,
გეძებ გზებზე
კლდე-კლდე,
ხევ-ხევ,
მთებზე,
შემეფეთე...
გხვევ ხელს მხრებზე,
ყელზე,
მკერდზე,
შემდეგ წვეთ-წვეთ
ვწერ თეთრ ლექსებს
შენზე,
ჩვენზე,
მზეზე,
ღმერთზე...
მენდე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →