ჩანაწერი
Laravel
როგორც არასდროს ისე მინდა ახლა გიყვარდე
პეშვით მომქონდა მზის სხივები - ცას მოპარული,
მაგრამ მაგ გულის ცხრაკლიტულში ვერ შევაღწიე ,
შემაშრა ცრემლი წრფელ გულიდან გადმოღვარული,
დღეს სურწყუნისთან ზამთრის ბოლო ღამე ვარწიე.
ხვალ ტახტრევანზე დაბრძანდება მირკანი-გიჟი,
ხვალ , უფლის ფუნჯი ხელთავიდან დაიწყებს ხატვას,
ახალ ოცნებად აფეთქდება ტყემალი, შინდი...
სევდას დავკიდებ კვირტებდამსკდარ რტოებზე ატამს .
ხვალ მზეს შევასმევ დღეებს , თვეებს შენი ბაგიდან,
მზით დაფერილი სიყვარულით მწამხარ ღმერთამდე,
ჩამჭიდე ხელი, გაზაფხული მოდის ხვალიდან,
როგორც არასდროს ისე მინდა ახლა გიყვარდე .

კომენტარი
0