შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნოსტალგია

მარი იმერი 6 წლის წინ
ფიქრებს მოვყავარ შენამდე
მსურს ყოველ დილას გხედავდე,

ნათენებ ღამეს ვათენებ
გულს მოლოდინით ვამხნევებ,

დღეები დღეებს მიჰყვება
ცივდება , გრძნობა ცივდება...

თითქოს რაღაცა მაწუხებს
ვერ ვშველი სულის მარწუხებს,

უხმოდ მივყვები მტკვრის ნაპირს
მრავლის მთქმელსა და განაპირს,

ცრემლი თავისით იღვრება
გული კითხვებით იღლება...

სიჩქარე ჩქარობს, მატულობს
წვიმა მინებზე წკაპუნობს,

ვერ კურნავს ვალსი შოპენის
ტკივილებს სულში მოფენილს,

წუთს აღარ ესმის წამების
ოქტავების და გამების,

ცრემლმორეული თვალებით
ვდგავარ ტაძართან -სამების,

ალბათ სულ მალე იკარებს,
ინათებს, გამოიდარებს....😞
/მ.ი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →