შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ოიჰ!

მარი იმერი 6 წლის წინ
ცრემლის არ გვცალდება შემშრალება,
აღარ გვიხორცდება ჭრილობა,
ღმერთო, იქონიე შებრალება!
ღმერთო დაამყარე მშვიდობა!

ეროვნულ თვითშეგნება წართმეული,
გვტკივა უხერხემლო სხეული,
გმინავს სული ვერსად დატეული
მიუსაფარი და ეული.😢😢😢😢

ოი, როგორ მტკივა, მებრალება-
უღვთოდ შეწირული კრავები,
ღმერთო, იქონიე შებრალება
ღმერთო, გვამყოფინე შავები!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →