შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩემო საქართველო

მარი იმერი 7 წლის წინ
ასე აგდებული,
გარეთ გაგდებული,
უფსკრულს ჩაგდებული,
ღმერთო დაიფარე ჩემი ქართველობა!
ასე ავადმყოფი,
ვისთვის კარგადმყოფი,
დაშლილ -დანაყოფი.
სული განუკურნე ,
მიეც ჯანმრთელობა!
მადლით შემოსილო,
წმინდა მოწამეო,
ისევ გვიწამეო!
ისევ გვიწამლეო!
მხოლოდ ღვარძლმოსილი,
არა ძალმოსილი,
ძაძით შემოსილი
გულში მეფლითები
ჩემო საქართველო!
გრძნობა გაყინული,
გროშად გაყიდული,
ბნელეთს გახიზნული,
როგორ გაგათბო და როგორ
გაგანმრთელო?
მადლით შემოსილო,
წმინდა მოწამეო,
ისევ გვიწამეო!
ისევ გვიწამლეო!
/მარი იმერი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →