შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

საით წავიდე?

„საით წავიდე?
ვინ მოვძებნო?
სად ვნახავ საყრდენს?
ქარო, წამიღე.
ვეღარ ვუძლებ ტკივილებს ამდენს...
სად ვნახავ სითბოს?
გამიღიმებს ვინმე გულღიად?
იქნებ ბევრს ვითხოვ?
ან, იქნება, საზღაურია
ბედნიერების... სიყვარულის... ოცნების... ცოდვის...
ყველაფრის ფასად ყოველი დღე ტკივილით მოდის.
საით წავიდე?
ქარო, წამიღე“.

2002 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →