შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დრო მიმათრევს ვით ჯიუტ ბავშვს დედა

დრო მიმათრევს ვით ჯიუტ ბავშვს დედა,
ვგრძნობ, რომ ვიწვი-დროში ვიფერფლები.
მე ამ დროსთან უწყვეტ კავშირს ვხედავ
და ნელ ნელა მასთან ერთად ვქრები.

გულში რაღაც მტკივნეულად კვდება
და იწყება სულთა ამბოხები,
როცა ფიქრი ყველა ასტრალს სცდება,
უწონობის ღმერთთან ვახლოვდები.

უმწეობის განცდა პულსად ფეთქავს ,
ხიდი ტყდება-იყოფიან გზები.
ვეღარ ვამბობ ,რაც მინდოდა მეთქვა
და საკუთარ თავში ვიკეტები.

მაინც ვიწყებ იმედების ძერწვას,
სუნთქვაშეკრულ სულის აკორდებით.
გვიან-თუმც გადაჭრით უკვე ვბედავ
და დაგროვილ ლექსად ავგორდები.

მ.ბ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →