შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის ვალსი

დღეს შემოდგომამ საცეკვაოდ გამომიწვია,
ასე - უბრალოდ შემომიღო სულის კარები
ხელმკლავგაყრილმა გალანტურად დიდხანს იწვიმა ,
სინორჩის კაბა შემომაძრო ვერნაკარები.

ვიცი რომ უკვე არ დავრჩები მასთან მე ვალში
და ისიც ვიცი - მისი მოსვლა მიქადის რასაც,
ამიტომ უნდა შევასრულო პირველი ვალსი,
სიყმაწვილისთვის გაბრძოლების სულ ბოლო ფასად.

ფეხი ავუწყე შემოდგომას ცეკვაში ნელა,
ვცეკვავ - და მაინც მწყდება გული რატომღაც ამ დროს,
რადგან გზის იქით ულამაზეს ქალბატონს ვხედავ
თუ როგორ ვნებით ეცეკვება ზაფხული ტანგოს.

მ. ბ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →