შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არ შეიძლება

არ შეიძლება ჯერ კლავდე ცოცხლად
და პატიებას ითხოვდე მერე .
თავჩაღუნული უსიტყვოდ - მორცხვად,
თავს ვერ აბავდე სიტყვებს და ბგერებს.

არ შეიძლება ჯერ ღალატობდე...
მერე ამბობდე : ბოლოა -მორჩა!
და სხვათაშორის ლაპარაკობდე :
- სჯობს დაივიწყო - რაც მოხდა- მოხდა.

არ შეიძლება მუდამ გარბოდე,
მერე მოსული უეცრად უკან,
- ცოტახნით გაველ ....ურცხვად ამბობდე
-კი არ დაგტოვე - ნაწყენი ნუ ხარ...

არ შეიძლება გართობდეს მუდამ,
რას გამოვყავარ წყობიდან ხშირად
და რაც კი მტკივა - რაზეც მე ვწუხვარ
შენ არ გიღირდეს აროდეს ჩირად.

არ შეიძლება თვალებში ცქერით
ურცხვად სტყუოდე-ჰყვებოდე მითებს,
მერე გეგონოს ,რომ მოსმით ხელის
შესარიგებლად იპოვი სიტყვებს.

არ შეიძლება სულ მედგრად მავალს,
გჯეროდეს - მუდამ აჯობებ ვულკანს.
ერთხელაც წინ ვეღარ შესძლებ გავლას
და ვერც დახევას ვერ შესძლებ უკან...

მ.ბ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →