შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნამდვილი ქალი

ნეტავ საიდან იწყება ქალი?
იქნებ ნატიფად თლილი კანჭიდან?
იქნებ იქიდან - საითაც თვალი
გაგირბის , როცა უმზერ საჭიდან?

ნეტავ საიდან იწყება ქალი?
იქნება სადღაც ახლოს ფერდებთან?
ანდა იქ-სადაც ლავიწის ძვალი
მხრების მონახაზს ოდნავ ერთვება?

ნეტავ საიდან იწყება ქალი?
იქნებ ლამაზი- მკვრივი კეფიდან?
ან ატამივით მწფე და მრგვალი
ათქვირებული ვნებით მკერდიდან?....

ნამდვილი ქალი იწყება შენით,
შენი სულიდან- შენი ნეკნიდან.
იქედან , რასაც ვერ აღწერ ენით
და მის გარეშე რასაც ვერ იტან.

იქ - სადაც ულევ სითბონაბოძებს
გამოგიზოგავს ვნებას მუჭაში,
რომ შენ კი არა - ელექტრობოძებს
დააწყდეთ ძარღვი გვერდით ქუჩაში.

იქ - სადაც თავის ფასს კარგავს სიტყვა,
რადგანაც სათქმელს თვალები ამბობს.
იქ - სადაც მუდამ- როცა კი მიხვალ,
დაგახვედრებენ ნაზ- მყუდრო ამბორს...

მ.ბ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →