შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გოგნა წინდით

გამთენიისას დასახვრეტად მიჰყავდათ როცა,
ნისლი ფარავდა ყველა მათგანს ფართო მკლავებით,
ვიდრე ჯალათნი დაიწყებდნენ ტყვეების ხოცვას,
ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს მათ ძალდატანებით...

ძია წინდებიც გავიხადო ?- გაისმა უცებ
სამი წლის გოგოს წკრიალა ხმა დაზაფრულ ბრბოში
და დასახვრეტად გამოყოფილ განსაზღვრულ წუთებს,
ჯალათის ტყვიამ მიუჩინა ადგილი დროში.

მოგვიანებით ტავერნაში ღვინიით და არყით,
ის ჯარისკაცი იბუჟებდა გალეშილ სინდისს,
რომ გამქრალიყო სამუდამოდ ზმანება ბავშვის,
პირქვე გართხმულის გვამებს შორის , ცალ -ცალი წინდით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →