შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მამიდა

პატარა გოგოს მამიდა უყვარს,
პატარა გოგოს არა ჰყავს დედა,
პატარა გოგომ მამიდას უთხრა:
ჩემი დედიკო შენ იყო ნეტავ...

პატარა გოგოს მამიდა მოსწონს,
მისი კეთილი თვალების სჯერა,
არასდროს ზედმეტს არაფერს მოსთხოვს,
ოღონ მის ნეტარს ამჩნევდეს მზერას.

პატარა გოგოს მამიდა უვლის,
ურეცხავს, თავს ჰბანს და უწნავს თმასაც
ხშირად უმწეო და მუდამ სუსტი,
მალავს რომ ზრუნვა სჭირდება მასაც.

პატარა გოგოს მამიდის ესმის,
ცდილობს არიდოს ზედმეტი ჯაფა,
თავის პატარა თითებით ებრძვის
მოსაზელ ცომს და გასახეხ ტაფას.

პატარა გოგოს მამიდა უყვარს,
პატარა გოგოს არა ჰყავს დედა,
პატარა გოგომ მამიდას უთხრა:
ჩემი დედიკო შენ იყო ნეტავ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →