შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ერთი და ორი და სამი თვე გასულა

xx xx xx

ერთი და ორი და სამი თვე გასულა,
შენ აღარ ბრუნდები-არც ქრები გულიდან.
სანამ ეს ტკივილი ზეცამდე ასულა ,
ვიდრე სიყვარული შემშლიდეს ჭკუიდან

მომიხმე,მომწერე,მიწამლე ან სულაც
მომკალი სხეულით-რადგან მკლავ სულითაც ,
სანამ ეს თვითგვემა პორტალში გასულა,
რომ ასე საოცრად მუქი და ჩუმი ცაც

თავზე არ დამამხოს ზრიალით ავსულმა,
რომ არც თუ ნაფიქრით და არა თქმულითაც,
შავბნელი ფიქრებით უსაზღვროდ გართულმა
არ გავუზიარო ვით დაქალს გულითადს

ამ უმწეობისგან ჩაფრენილ სასთუმალს
ყველაზე უაზრო და მხადლი გულისთქმა,
რომ ერთი -სულ ერთი მეყოფა კაფსულა
ცაში ასაფრენად ამ მხდალი სულისა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →