შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩემს სახლს არა აქვს კედელი

ჩემს სახლს არა აქვს კედელი,
არც კარი და არც სარკმელი.
მე ისეთ სახლში ვბერდები,
რომელსაც არ აქვს სახელი.

ჩემს ცას არა აქვს სინათლე,
არც სივრცე და არც ფერები.
ვერც მის სიცივეს ვიაზრებ,
ვერც მის სიმძიმეს ვერევი.

ჩემს ხეს არა აქვს ნაყოფი,
არც ფესვი და არც ფოთოლი.
ვერ ვწვავ მის შეშას დაპობილს
და ნაფოტს მისგან მოგროვილს.

ჩემს ლექსებს არ აქვთ სიტყვები,
არც მელანი და ფურცელი,
მაგათ ისე თუ მიხვდები
თორემ ტყუილად უცქერი...

ჩემი გზაც არსად იწყება,
მთავრდება კიდეც აღარსად,
ეს სუნთქვაც უცებ მიწყდება,
როგორც დაიწყო ანაზდად.
Laravel

კომენტარი

2
გიო (-საბ'ელი-) კაკულია
გიო (-საბ'ელი-) კაკულია ახალგაზრდა სამოყვარულო პოეტი და პუბლიცისტი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
ძალიან ლამაზი ლექსია მარი👏👏👏
მარი ბაიდოშვილი
მადლობა გიორგი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →