ჩანაწერი
Laravel
ხანდახან ერთი მომენტი მაკრთობს
ხანდახან ერთი მომენტი მაკრთობს
და არ მანებებს თავს მასზე ფიქრი...
ყურმიდებულმა შენს გულთან ახლოს,
მე მოვისურვე დაგედო ფიცი...
მე მოვისურვე გამეგო შენგან,
ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვა,
რომ გამყოლოდა ბოლომდე ყველგან,
მსურდა გამეგო- რაც ჯერ არ გითქვამს.
ჩუმად ვუსმენდი შენს გულისცემას
და ვერ ვბედავდი წარმოთქმას დიდხანს.
მერე ჩაგხედე თვალებში ნელა
და დავსვი საბედისწერო კითხვა:
- შეძლებ , რომ მითხრა ისეთი რამე-
რაც ბოლო დღემდე მემახსოვრება?
პასუხი შენგან მივიღე მალე:
- გთხოვ დამივიწყო ჩემო ცხოვრებავ...!
შენ შეასრულე ის ჩემი თხოვნა.,
ახლა ეს გრძნობა ცოტათი მართობს,
რადგან შესძელი იმ სიტყვის პოვნა,
რომელიც მთელი ცხოვრება მახსოვს....
და არ მანებებს თავს მასზე ფიქრი...
ყურმიდებულმა შენს გულთან ახლოს,
მე მოვისურვე დაგედო ფიცი...
მე მოვისურვე გამეგო შენგან,
ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვა,
რომ გამყოლოდა ბოლომდე ყველგან,
მსურდა გამეგო- რაც ჯერ არ გითქვამს.
ჩუმად ვუსმენდი შენს გულისცემას
და ვერ ვბედავდი წარმოთქმას დიდხანს.
მერე ჩაგხედე თვალებში ნელა
და დავსვი საბედისწერო კითხვა:
- შეძლებ , რომ მითხრა ისეთი რამე-
რაც ბოლო დღემდე მემახსოვრება?
პასუხი შენგან მივიღე მალე:
- გთხოვ დამივიწყო ჩემო ცხოვრებავ...!
შენ შეასრულე ის ჩემი თხოვნა.,
ახლა ეს გრძნობა ცოტათი მართობს,
რადგან შესძელი იმ სიტყვის პოვნა,
რომელიც მთელი ცხოვრება მახსოვს....
Laravel
კომენტარი
0