შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ყველას ჰგონია მოვა დრო

ყველას ჰგონია მოვა დრო...
მაგრამ დრო მხოლოდ მიდის.
ჩვენივე თავი მოგვანდო
სამყარომ,როგორც მჭიდი
იარაღს -ანდა იქნება
პირიქით ხდება კიდეც,
თავისით კი არ იწვება,
ჩვენ ვწვავთ ჩვენსავე ხიდებს.
ჩვენ ვასამარებთ-ვაყუჩებთ
გამოღვიძებულ სინდისს
და როგორც მკვდარ თევზს ლაყუჩებს
ისე ვიგლეჯავთ ... , სიკვდილს
დავემალებით ვითომ და
ვეღარ მოგვწვდება ვერსად
არადა მუდამ გვიხმობდა,
მისი შვილები გვერქვა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →