შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ფატალური კავშირი

ხანდახან ორ ადამიანს შორის,
საბედისწერო კავშირი ბუდობს.
ეს ფატალური კავშირი ორის ,
განწირულია კრახისთვის უფრო.

აცნობიერებს ორივე ნათლად-
არ უწერიათ მათ ერთად ყოფნა,
რომ არ არსებობს ადგილი არსად
სად მშვიდად შესწევთ ამ ჟინის მოკვლა.

თუმც ერთმანეთით შეპყრობილები
ელტვიან ერთურთს კვლავაც და კვლავაც
და უხილავი - ქვეცნობიერი
იზიდავთ ურთიეთისკენ ძალა.

იწვის გზადაგზა მათი სულები
ამ ავბედითი ვნების თარეშით,
ვერ იქნებიან ერთად სრულებით,
თუმც ვერც ერთურთის შესწევთ გარეშე

მ.ბ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →