ჩანაწერი
Laravel
ალბათ აევსოთ მოთმინების ღრუბელი ღმერთებს
♡♡ ♡♡ ♡♡ ♡♡ ♡♡
ალბათ აევსოთ მოთმინების ღრუბელი ღმერთებს
და საბოლოოდ ჩაიქნიეს მათ ჩემზე ხელი.
კვლავ სათითაოდ გადავითვლი შენს ზურგზე ნეკნებს,
იქნებ ის ერთი ვერ ვიპოვნო - არ იყოს მთელი.
როგორც მომაკვდავს უდაბნოში მტანჯველ წყურვილით,
ფუჭი იმედი წყალის პოვნის ბოლოს გადაღლის,
ასე თანდათან უკან იხევს ჩემი სურვილიც
იმ ერთი ნეკნის ვერ პოვნისთვის- ყველას გადათვლის.
და თუკი ახლა არ დაგცინის ეროსი ღმერთი,
იმიტომ ალბათ, რომ თავადაც იცის- კაცია,
რადგან წასვლისას გამყოლია ის შენი ნეკნი,
რომელიც მხოლოდ დღეს მიხვდი , რომ არ გაგაჩნია.
მ.ბ

კომენტარი
0