შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დილემა

დღესაც თენდება იგივე დილა,
როგორიც გუშინ,გუშინწინ - სხვა დროს,
თუმც ამ დღეს ფიქრი სულ სხვაგან მიაქვს,
იქ- სადაც შენს თავს შენვე სძლევ მარტო.

იქ-სად დილემის წინაშე დამდგარს,
ასარჩევი გაქვს ორი გზა -მცდარი,
არ ჩაკლავ სულს და იმ სხვასთან წახვალ,
ანდა დარჩები ერთგული ქმარის.

ჩაიხშობ ამ დიდ სიყვარულს გულში,
ან ჩააკვდები იმ კაცს ხელებში,
რა შემთხვევაში გერქმევა სუსტი ?
ანდა ძლიერი რა შემთხვევაში ?

არ გეღირსება ხვდები შექება,
ვერაფრით ახსნი ამ გაგიჟებას
და სულის სულთან ნაზი შეხება,
იცი- ღალატის ფასად გიჯდება,

იფიქრე დიდხანს-იფიქრე ბევრი,
რას აირჩევდი შენი თავისთვის ?
გერქვას მრუში და იფრინო ზევით ,
თუ ღირსეული ცოლი ქმარისსთვის ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →