ჩანაწერი
Laravel
მომწერე წერილი
მომწერე წერილი ქაღალდზე სიტყვებით,
იმ კალმით - ნაღველში რომელსაც აწობდი,
თავს თუ ვერ მოაბავ სტრიქონებს ფიქრებით,
მომწერე ის - რასაც არ აწონ- დაწონი.
მომწერე თუ როგორ არ მოგენატრები,
რომ არ მოგინდება ჩემი ხმის გაგება ,
რომ არ შემოგიტევს არასდროს დარდები
არც ის - სიყვარული რომ ჰქვია სახელად.
რომ აღარ ამშვენებს გაზაფხულს იები,
რომ არ აყვავდება ჩვენს ბაღში ხეხილი,
რომ არც ერთ შეხედვას არ აპატიებდი
და შეაგებებდი მზერასვე მეხივით.
მომწერე თუნდ ლექსად - თუგინდა პოემად,
ის - რაც არ ყოფილა ან აღარ იქნება,
რომ გადაგვიარა სასტიკად დროებამ
წინ გადაგვეღობა ბობოქარ ზვირთებად.
მომწერე ცინიზმით- მომწერე სარკაზმით,
რასაც ისურვებდი არასდროს არ გკითხო,
მომწერე თუმცა კი გაფრთილებ ხაზგასმით
არ შეცდე ... არ გახსნა და არ წამაკითხო ...
მარი ბაიდოშვილი
იმ კალმით - ნაღველში რომელსაც აწობდი,
თავს თუ ვერ მოაბავ სტრიქონებს ფიქრებით,
მომწერე ის - რასაც არ აწონ- დაწონი.
მომწერე თუ როგორ არ მოგენატრები,
რომ არ მოგინდება ჩემი ხმის გაგება ,
რომ არ შემოგიტევს არასდროს დარდები
არც ის - სიყვარული რომ ჰქვია სახელად.
რომ აღარ ამშვენებს გაზაფხულს იები,
რომ არ აყვავდება ჩვენს ბაღში ხეხილი,
რომ არც ერთ შეხედვას არ აპატიებდი
და შეაგებებდი მზერასვე მეხივით.
მომწერე თუნდ ლექსად - თუგინდა პოემად,
ის - რაც არ ყოფილა ან აღარ იქნება,
რომ გადაგვიარა სასტიკად დროებამ
წინ გადაგვეღობა ბობოქარ ზვირთებად.
მომწერე ცინიზმით- მომწერე სარკაზმით,
რასაც ისურვებდი არასდროს არ გკითხო,
მომწერე თუმცა კი გაფრთილებ ხაზგასმით
არ შეცდე ... არ გახსნა და არ წამაკითხო ...
მარი ბაიდოშვილი
Laravel
კომენტარი
0