შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მალე თენდება

ღამეულ ლადნად ფიქრი თან დამდევს
დღე არ მასვენებს სხივნარევ ჩრდილი,
სხეულს მიკოჟრავს უთქმელი სიტყვა
არავინ მისმენს მე ამას ვჩივი…

ვის შევავედრო ზიარი მწუხრის
გრძნობათ წიაღში ლოდინი მგუდავს,
ერთგულის ჩემი ობოლ ცის გარდა
არარსებობა შანთივით მთუთქავს.

სიცილი ბავშვის მსულდგმულობს მარად…
უსიერ დროში მიელვებს წარსულს
უწინ მებადა ძვირფასი კომლი,
იმედის სურო არ დამთმობს ზრდასრულს

თუმც რა ვიღონო გამანზე ზეცავ,
რით მოვიშუშო იარა სევდის,
სამარედ მსახე გამწაფე უტყვად,
ჩარჩო მიცვალე ნაცრისფერ ბედის.

დამახრჩო თმენის ყელმოჭდილ ძაფმა
ცრუ სიმართლეთა მარაოს რხევამ,
ბრუალი კვამლით აღივსო სული,
რაწამს მანიშნა ჩურჩულით ზენამ-

ჩაივლის დღენი ხმაურით მშვიდის,
ცრემლები დარდის კალამს შეშრება
ვარამს კი მოსდგამს ნათელი წამი
ნუ გედარდების მალე თენდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →