შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ძილში ნავარდი

ნუთუ ასე მრუდედ უხვევს დღეს ეს ჩემი მზერა,
გზა სავალი ღამით ჩემს ჩრდილს ისევ თეთრად ფერავს,
ცაც მიმღერს და ნიშანს მჩუქნის ხმის გავარდნით მეხის,
მრგვალ ფიქრებში ისე ვდარდობ ბგერაც არვის მესმის…

სუსხი ისე გაჰკივის რომ აზროვნებას მიხშობს,
ჩემი გული მუჭისხელა მთლად გაყინვას შიშობს,
ძვლები წკარა-წკურით მიკვნესს ნაპრალებში თითქოს,
მთლად ლურჯი ვარ ეს გრძნობა კი სისხლს უდრეკად მიშრობს…

ისე ნელა მივაბიჯებ სახლის გზაზე მე ეული,
მშვიდად ისე, ვითომ არ მწყინს ქვეყნად მარტოდ სიარული,
ქარიც აღარ მიჩურჩულებს დაიღალა მთვარეული,
ფიქრი საით მიმაქანებს არც ეგ ვიცი ღამეული…

დაბნეული სნეული ვარ დაკარგული წერილივით,
ცარიელი სარკოფაგის გვამი თეთრის დევნილივით…
დედამიწას მიმაჯაჭვა მოკვდავ გრძნობამ მძევალივით,
და თავს ვგლოვობ სამყაროსთვის მეფის ქალი მხევალივით…

სახლის კართან დავეყუდე შესვლას არც კი ვჩქარობ,
ჩემ საყვარელ მრუდე ქუჩას ისე ძლიერ ვლამობ,
ლამპიონმა გამიღიმა ახლა მართლა ვდარდობ,
მეღვიძება, თურმე ძილში ისევ დავნავარდობ…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →