ჩანაწერი
Laravel
* დედის სიყვარული არ იყიდება
- ბებო, რა ღირს ყვავილების თაიგული?
- ვისთვის გინდა?
- დედისთვის.
- ისე აიღე.
- ეგ როგორ, მჩუქნი?
- ჰო, რა მოხდა. ღმერთის მოყვანილია, ჩემი რა მიდის. მეც ღმერთის გაჩენილი არა ვარ და განა ვიყიდები?!
- ღმერთის მოყვანილი კი არის მაგრამ შენი დაკრეფილი ხომაა?! შენ კიდევ ასე იოლას ვერ გახვიდოდი. ერთი შეკვრა თაიგულის შესაგროვებლად ვინძლო რამოდენა მინდორს შემოივლიდი კრეფა-კრეფით... ეგ კიდევ შრომაა და შრომა ფული ღირს.
- დედისთვის მინდაო არა?
- ჰო, ჰო დედისთვის.
- ბიჭო, ჩემს შრომას რომ ითვლი, დედაშენს რაც ჯაფა ექნება შენზე გაწეული, ერთი თაიგულით გამოისყიდი?!
- სიყვარულის არომატით მიმაქვს ბებო, განა უბრალოდ. შენ ფასი მითხარი. არ მინდა გუმანით გადაგიხადო, დაგაკლო და გული დაგწყვიტო.
- აკი გითხარი ისე აიღე მეთქი, დედის სიყვარული არ იყიდება!
//მარიამ რევიშვილი//

კომენტარი
0