შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ცხოვრებისეული

Mariam Revi 1 წლის წინ
⚜️ ⚜️ ⚜️

ცხოვრება გზაა – ზოგჯერ მღელვარე,
ზოგჯერ კი მშვიდი, ნაზი და წყნარი,
ფიქრებით სავსე, გრძნობა ელვარე,
ხან სავსე სისხლით, ხან სუფთა წყალი.

დრო მიდის ჩუმად დარდს თუ გარიყავ,
დღეები ქრება – არავის ესმის...
ხვალ უკვე სხვა ვარ, გუშინ სხვა ვიყავ
და დავაჯერო ნეტავი ეს ვის?!

მზე სიმუქისგან მთვარის დამცლელი, ღამეს აბრმავებს და გათენდება,
ღვთის მადლიერი, სიტყვის დამცველი,
გულგატეხილიც კი გამრთელდება.

როგორც სულ - ბნელი ისევ სინათლეს
ებრძვის, გავუძლებთ ამ სულის შეძვრებს!
რადგან ვინც ეძებს, პოვებს სიმართლეს
და გზის გაგნებას წყვდიადშიც შეცძლებს.

✍️

/მარიამ რევიშვილი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →