ჩანაწერი
Laravel
***ზაფხულის დღეებს უშენოდ ვფანტავ
ზაფხულის დღეებს უშენოდ ვფანტავ,
მინდა გაგშორდე და შენ მომიხმო...
ვაჰ, თუ ვერც მიხვდე ჩემს წასვლას შენგან —
მომავალ ყინვას ტყვედ, ჩამაბარო...
მზეს შესძლებია თურმე გაყინვაც —
წასვლით და შენი მარტო დარჩენით.
როგორი მკაცრი გცოდნია მზერა —
მთვარობას ვლამობ შენს სინათლისთვის.
მთელი ღამეა, დავბორიალობ
საწოლში, მენჯზე ხელებ დაყრილი...
დახუჭულ თვალებს ახსოვხარ კვლავაც —
ვერ მომანატრეს შენი კვლავ ხილვა.
დახუჭულ თვალებს მიღმაც კი ჩანხარ,
მწყურვალი, ხარბად დაგცქერი, რადგან
სხვაგვარად ახლა ვერ წაგაწყდები —
წამის შეხებით ვერ გავმთელდები.
ვინ იცის, ვის აქვს უმანკო გული,
ვის ჩააბარე და ენდე სრულად?..
ღმერთს ვევედრები ხელებგაწვდილი —
იყვავოს შენმა ყვავილმა მუდამ.
წრფელი სიკეთეც ხომ შენ შემყარე,
შენ შემახვედრე სალოცავ უფალს...
ლოცვა მასწავლე სხვისი გულისთვის,
მე კი — შენს გულზე ვღვრი ცრემლებს უხვად.
ვერ შევიშურვებ შენს ღიმილს სათნოს,
ვერც შენს სიყვარულს შევეშურვები...
მე ვზრდი ჩემს ბაღში მცენარეს უხმოდ —
ყოფის ხმაურით გადაღლილისთვის.
12.06.2024
მინდა გაგშორდე და შენ მომიხმო...
ვაჰ, თუ ვერც მიხვდე ჩემს წასვლას შენგან —
მომავალ ყინვას ტყვედ, ჩამაბარო...
მზეს შესძლებია თურმე გაყინვაც —
წასვლით და შენი მარტო დარჩენით.
როგორი მკაცრი გცოდნია მზერა —
მთვარობას ვლამობ შენს სინათლისთვის.
მთელი ღამეა, დავბორიალობ
საწოლში, მენჯზე ხელებ დაყრილი...
დახუჭულ თვალებს ახსოვხარ კვლავაც —
ვერ მომანატრეს შენი კვლავ ხილვა.
დახუჭულ თვალებს მიღმაც კი ჩანხარ,
მწყურვალი, ხარბად დაგცქერი, რადგან
სხვაგვარად ახლა ვერ წაგაწყდები —
წამის შეხებით ვერ გავმთელდები.
ვინ იცის, ვის აქვს უმანკო გული,
ვის ჩააბარე და ენდე სრულად?..
ღმერთს ვევედრები ხელებგაწვდილი —
იყვავოს შენმა ყვავილმა მუდამ.
წრფელი სიკეთეც ხომ შენ შემყარე,
შენ შემახვედრე სალოცავ უფალს...
ლოცვა მასწავლე სხვისი გულისთვის,
მე კი — შენს გულზე ვღვრი ცრემლებს უხვად.
ვერ შევიშურვებ შენს ღიმილს სათნოს,
ვერც შენს სიყვარულს შევეშურვები...
მე ვზრდი ჩემს ბაღში მცენარეს უხმოდ —
ყოფის ხმაურით გადაღლილისთვის.
12.06.2024
Laravel
კომენტარი
0