შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აცინე შენი სიკვდილი

"სახე ჯიბეში ჩავიდე,
გავიღიმე,
და ყველამ დამიჯერა".

აჩვენე მათ
როიალის
გაღიმებული თეთრი კლავიშები
სულის კი ნატანჯი შავი,
და მათი ტკბილ მწარე დუეტი.

იცინე...
იმღერე...
იცეკვე...

იცეკვე შენი ტკივილი,
იცეკვე,
იცეკვე ნაღმებზე.

და იღრიალე
იმღერე
ნიღბებით
სახეგადაჭედილ ლაჩრებზე!

აცინე შენი სიკვდილი
შენი ცხოვრების შემყურე..!

იცინე!
იმღერე!
იცეკვე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →