შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რაც დედამიწაზე შენს მერე დარჩება

ასე უხმობდა
მდუმარე ზეცას
დამშრალი მიწა,
არ მწიფდებოდნენ ატმები მინდვრად,
სულ ყველაფერი მტვრად გადაიქცა,
ანუ არააქვს აზრი მიწიერს,
შენს სულს უშველე,
თორემ სამოთხე
არ არის აქ და არც იქ იქნება!

უშველე მიწას, უშველე ატმებს,
ნუ კლავ ბუნებას შენ გულგრილობით,
ის ვარდი ოდეს მიწაში იწვა
ახლა ამშვენებს ამ ველურ მინდვრებს!

და ამინდები იცვლება? არა!
შენს გულში ბინდმა დაისადგურა,
თვალები ისევ უაზროდ დუმან
და არ იკარებ ადამიანებს…

და მიხვდი ბოლოს, ანუ შედეგად,
რომ გაუფრთხილდე ირგვლივ ყველაფერს,
რომ ერთადერთია შენი სახელი
რაც დედამიწაზე შენს მერე დარჩება,

ანუ იცხოვრე სულით ამქვეყნად და
არა ხორცით და ცდუნებებით!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →