შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ზოგჯერ...

ზოგჯერ ბევრს ვითხოვ,ზოგჯერ სულ ცოტას;
ზოგჯერ საერთოდ არაფერს ვითხოვ...
იქნებ,ხანდახან სულ არ ღირს მოცდა,
მაგრამ ბავშვივით,შენ მაინც გიხმობ.

თუმცა სიტყვებიც გამომელია,
ზოგჯერ ბევრია იქნებ სიტყვები;
ზოგჯერ ლოდინიც ძლიერ ძნელია,
ზოგჯერ ამ ცივ გზებს უხმოდ მივყვები...

ხანდახან ქუჩებს;ხანდახან ყანებს;
ხანდახან ველებს გავყვები უხმოდ;
მაისში,როცა ვარდი იხარებს,
ზაფხულის ჭრელ გზებს ჩემთან კვლავ ვუხმობ...

ზოგჯერ ბევრს ვმღერი და ზოგჯერ ვერა;
ზოგჯერ,საერთოდ,ხმასაც ვერ ვიღებ;
ზოგჯერ საერთოდ არ მინდა წერა;
ზოგჯერ რითმებით ქვეყანას ვიკლებ...

ვიცი,ხანდახან სულ არ ღირს მოცდა,
მაგრამ ბავშვივით მე მაინც გელი...
ზოგჯერ ბევრია და ზოგჯერ ცოტა,
სიტყვები მაინც ვერაფერს შველის.
Laravel

კომენტარი

1
გიორგი ვასაძე
🥰🥰🤩🤩
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →