შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჰაიკუები (2)

მარიამი 5 წლის წინ
დუმს ტელეფონი...
კარი ჩარაზულა...
დამაღამდა მარტოობის ალერსში
ჩემი ერთადერთი ამფსონის -
შაშვის გაუთავებელ
გალობაში...
კვლავ სიჩუმეა...
არადა მარტის ველური მზეა
არადა ჩემი დაბადების დღეა....


****

და აი, საუკეთესო მეგობრებს
როგორც გათხოვილ ქვრივს
ყოფილი ქმარი,
დაავიწყდათ მგონი მეორედ,
რომ დღეს დავიბადე...
ალბათ მაგიტომ მე დღეს
ბოროტმა და
გულნატკენმა
ფიქრებმა გამიტაცეს...


****

ეჰ, რა იქნება
მჭირდეს რამე დაავადება
შენი თვალების
და მეხსიერების
სულ გადაკარგვის ...

****

ვინ უწყის, რამდენი ლიტრი ცრემლისშემწოვია
ეს დაწყევლილი
თეთრი ბალიში ?!

***

ჩემს დაბადების დღეზე,
სიმარტოვის ორომტრიალში
მწუხარ ქაოსში უცებ შორიდან
მოულოდნელად გაწკარუნდა
წყეული ტელეფონი -
შეტყობინება მივიღე მაქთიკომისგან ...

****

რატომ გგონია ძველმა იარამ
ასე უბრალოდ გადაიარა?
რატომ გგონია იმ სიყვარულმა
ასე უბრალოდ გადამიარა ?!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →