შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მომაკვდავ ვარსკვლავს

მარიამი 4 წლის წინ
შენ რისი მოწმე აღარ ყოფილხარ,
გინახავს ქრისტე ანდაც სოკრატე,
და ახლა, ამწამს, ჩემ თვალწინ ქრები,
ბოლოჯერ სევდა და ცრემლი მომგვარე !

ღამე მფარველობს პოეტებს, ქურდებს...
შენ კი დამქაშად ჩნდები ზეცაზე,
აქ ჩვენთან გვამებს მიწა პირს უვსებს,
შენიდან გზა კი მოკლეა ღმერთამდე...

ვინ იცის, მხოლოდ მე გიცქერ ახლა,
როგორ იწვი და როგორ ცახცახებ,
როგორ არ გინდა შენც კი სიკვდილი,
წადი ! და ღმერთთან ლოცვას გაბარებ !...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →