შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იმედი ისევ კიაფობს

სიო გადიქცა მძლავრ გაქროლებად,
მოედო ელვის სისწრაფით ველებს,
შემოაღწია გულის ღრიჭოშიც,
განცდებს აღვირი აგლიჯა მყისვე.

ზეცას მოგლიჯა თეთრი ღრუბელი,
მიართვა ხარკად კუპრისფერ მიწას,
სხივებში იწყო როკვა გიჟური,
ამაოების ზუსტ ნიმუშს მიჰგავს.

შეგრძნებებს დავსდევ თითქოსდა მათი ალაგმვა მწადდეს,
თითქოს ერთ კონად ჰარმონია დაისადგურებს,
ფუჭად ვიომე, ვეპოტინე ნისლისფერ იმედს,
ამაოდ დავსცხე გამარჯვების ყიჟინა ეჭვებს...

ახლა, გრიგალში ფეხებს ჩემით არსად მივყავარ,
როგორც ფარფატა ფოთოლს მიცვლის მიმართულებას,
თუმცა ჩადგება, იმედი წვავს ნეგატივს - მღრღნელს, ავს.
მოკვდავი მართავს უკვდავების ერთ განშტოებას!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →