ჩანაწერი
Laravel
მცდარი მიმართულება
მეწამულია ეს ტაეპები,
ოხშივრად უდით ნატანჯი სული...
შემოვეყარე გზად გარინდებას
და ჩავაკონე ღაღადი მუზის.
გამოუხსნელი ეგ უბიწობა
ჩაქვავებულა ფრესკებში ლუვრის
საექსპონატოდ გამოფენილი
მომზირალთ ავსებს აუხსნელ შურით.
თრიაქის მტვერი მიმოფრქვეული,
თვალები მნათი და ამღვრეული.
გამეფებულა სულში წყვდიადი,
შენს წინ მე ვდგავარ, როგორც გრძნეული...
ფერუმარილი უღიმღამური,
ღიმილი ნაზი - თან უხერხული.
არშიებივით შემოვლებული
ლავიწს მიჰყვება მაქმანის ბმული.
თავს სიზვიადის აპკურე წვეთი,
მზერით დაფატრე ჭაბუკთა გული.
კბილთა მწკრივ ჯაჭვში აქსოვ საღერღელს
- რომლის ამოხსნაც სხვებს გააწვალებთ.
ყურად ნაღები შეგონებით ახლა გზას კვალავ
რომელიც, სადღაც ხრამში მალავს ავბედით ზრახვას.
დაბინდულ თვალებს არ სწადიათ შეცნობა არსის
მიენდობიან გულის ძახილს გონებას რომ ნსჯის.
ოხშივრად უდით ნატანჯი სული...
შემოვეყარე გზად გარინდებას
და ჩავაკონე ღაღადი მუზის.
გამოუხსნელი ეგ უბიწობა
ჩაქვავებულა ფრესკებში ლუვრის
საექსპონატოდ გამოფენილი
მომზირალთ ავსებს აუხსნელ შურით.
თრიაქის მტვერი მიმოფრქვეული,
თვალები მნათი და ამღვრეული.
გამეფებულა სულში წყვდიადი,
შენს წინ მე ვდგავარ, როგორც გრძნეული...
ფერუმარილი უღიმღამური,
ღიმილი ნაზი - თან უხერხული.
არშიებივით შემოვლებული
ლავიწს მიჰყვება მაქმანის ბმული.
თავს სიზვიადის აპკურე წვეთი,
მზერით დაფატრე ჭაბუკთა გული.
კბილთა მწკრივ ჯაჭვში აქსოვ საღერღელს
- რომლის ამოხსნაც სხვებს გააწვალებთ.
ყურად ნაღები შეგონებით ახლა გზას კვალავ
რომელიც, სადღაც ხრამში მალავს ავბედით ზრახვას.
დაბინდულ თვალებს არ სწადიათ შეცნობა არსის
მიენდობიან გულის ძახილს გონებას რომ ნსჯის.
Laravel
კომენტარი
0