შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იზეიმოს ახლა უსასოებამ

წამწამთ ჩრდილქვეშ კვლავაც მოსჩანს ის წყეული ნათება,
გული ისევ იმეორებს დაფდაფების მძაფრ მღერას,
მარადიულ სევდას ხელთ საპყარი მიაჩეჩა ოცნებამ-
,,ჩემი ჟამი ამოვწურე, იზეიმოს ახლა უსასოებამ''

ცრემლიც მოსწყდეს თვალის ბუდეს, გზად წალეკოს იმედი,
რომ გიხილავ მე ოდესმე, ლურჯ სხივს შევუერთდები.
სულს დააჩნდეს ტანჯვის კვალი,
ალაპლაპდეს ალისფრად,
თუკი, ბაგეთ აღმოხდებათ ეგ სახელი ამ დღიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →