ჩანაწერი
Laravel
იმედის ნიავი
ტაჯიკი პოეტის მავჯუდა ჰაქიმოვას ყაზალი
თარგმნა მარი თაბაგარმა
იმედის ნიავი
სიკეთის გზას ნათელს ვმატებ, ვიღვენთები სანთლად, ასე,
ღრუბელს ცრემლით ვემსგავსები, ბაგეს ვილტობ თან მთლად, ასე,
ერთგულების არა მჯერა, თითქოს ვუცქერ ცეცხლსა და წყალს,
დღე და ღამეც ერთი არის, ვერ ვყოფ ცრუდ და მართლად, ასე,
ღამის კალთას მოწყვეტილი განთიადი მჩუქნის თბილ წამს,
მჯერა იმ მომავლის სხივის, ველოდები შანდლად, ასე,
ნიავი ქრის იმედის და სიცოცხლის ბაღს ნუგეში რწყავს,
ცხოვრების აზრს მიმატებს და მიზანიც ჩანს ნათლად, ასე,
და მავჯუდას გულს ისეთი სიყვარულის სხივები წვავს,
მზისებრ, აღმოსავლეთიდან გადაგვწვდება საბნად, ასე.

კომენტარი
0