ჩანაწერი
Laravel
საღამო სანაპიროზე
ჩაგორდა!
მზის ალისფერ კაბას
დასცვივდა სიგიჟის მუხტი
და ჩაიღვარა ზღვის
ფსკერამდე.
ჩაეხუტა,
გაათბო
დედამიწის კეფაზე
მოლივლივე ფირუზი,
რომელსაც ხან სითამამით,
ხანაც მუზის ძებნაში
ისე წამოუვლის,
გვპარავს ადამიანებს,
ნივთებს, ზოგჯერ გრძნობებსაც...
და მაინც, მზისგან გამთბარი
სიმშვიდეს მაქსოვს.
მზე კი, ჰო, მზე
ხვალ ისევ ამოგორდება,
ტანშიშველი, თვალებს მოიფშვნეტს,
ზღვის ტალღებს იპკურებს და
ახალთახალი კაბით
შეიმოსება.
ახლა კი
ოქროსფერი დედოფალი ისვენებს!
მზის ალისფერ კაბას
დასცვივდა სიგიჟის მუხტი
და ჩაიღვარა ზღვის
ფსკერამდე.
ჩაეხუტა,
გაათბო
დედამიწის კეფაზე
მოლივლივე ფირუზი,
რომელსაც ხან სითამამით,
ხანაც მუზის ძებნაში
ისე წამოუვლის,
გვპარავს ადამიანებს,
ნივთებს, ზოგჯერ გრძნობებსაც...
და მაინც, მზისგან გამთბარი
სიმშვიდეს მაქსოვს.
მზე კი, ჰო, მზე
ხვალ ისევ ამოგორდება,
ტანშიშველი, თვალებს მოიფშვნეტს,
ზღვის ტალღებს იპკურებს და
ახალთახალი კაბით
შეიმოსება.
ახლა კი
ოქროსფერი დედოფალი ისვენებს!
Laravel
კომენტარი
0