შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დუმილი

გინდაც, შენ დუმდე, ხმაურობენ ფიქრის ეჟვნები,
თან სააქაო ნეტარებით ხლართავენ ძაფებს,
გადაივლიან შავი ღრუბლის თეთრი მძევლებიც
და ტკბილ ბაგეზე ღიმილიც კი ფიანდაზს დაფენს.

ვის შეგადარო? წარმოსახვის მიწყდება ალღო
და რჩები კვლავაც ჩემი ფიქრის შეუცვლელ მეფედ...
გინდაც დადუმდე, ან თუნდაც მე გარდავიცვალო,
შენი სახელი აკროსტიქად შერჩება ლექსებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →