შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თვალებმა მომაგნო

მეძებდი თვალებით, ვგრძნობდი და ვხედავდი
და უჩინმაჩინის ლაბადად ზღვა მეცვა;
დასრულდა სიგიჟის პატარა ეტაპი
და ალღო არ შეცდა...

დღეს, როცა შემომხვდა თბილი და მღელვარე
თვალები, ზღვით სავსე, დაბნეულ ცეცებით,
კვლავ ეპიზოდები გაცოცხლდა მთვლემარე,
პიკანტურ სცენებით...

აჩრდილი ფიქრებად ფეხდაფეხ მდევს ახლა
და ფირზე შერჩენილს ვიხსენებ კადრებად;
მუზისთვის ვერ შევძელ, შენით რომ მეახლა,
უარის კადრება.

მე ჩემი შვილი და შენ შენი პატარა
გვახლდა და არ გვყავდა რატომღაც საერთო;
ლექსს ალბათ მოუწევს იჭვების ატანა,
არ დარდობს საერთოდ...

ბულვარში მარტო და... უღელსაც მარტო ვწევ,
შენს უღელს მეწყვილე ამშვენებს დროდადრო..
და ახლა ამ ლექსსაც ღიმილით როცა ვწერ,
თვალებმა მომაგნო...

2022 წ. აგვისტო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →