შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დილა ურეკში

გრილ სანაპიროს დღეს ვსტუმრობ ასე:
ჭიქის ოხშივარს ცხელი ,,როშენის"
სურნელი მოაქვს, სურვილით სავსე,
და ხმები ახლოს ისმის ბოშების.

მე და ზღვას გვახრჩობს ერთი სურვილი,
მზემ გადმოგვხედოს დიდებულებით,
აქ სიყვარულით სავსე წყურვილით,
მე ზღვა და ზღვას კი მე ვეგულები.

ღრუბლები ისე იცვლიან ფერებს,
თითქოს ტალღები მოჩანს სარკეში
და თეთრი ქაფი შიშინა ბგერებს
მოაშრიალებს ყურის სარკმელში...

არ ვსტუმრობ ახლა ლა როშელს და თან
არ მივსეირნობ ჟოფრის ბულვარში,
აქ ხომ ბავშვობის დღეების განცდა,
ჩალაგებულა ზღაპრად გუდაში.

სანაპიროზე ვწრუპავ ცხელ ,,როშელს"
და ტერფებს მითბობს ქვიშის ხავერდი;
გავასწრო ბანქოს მოყვარულ ბოშებს...
ტალღები მიხმობს და მეც წა-ვე-დი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →