შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ოდესღაც გეიშა ვიყავი

ოდესღაც გეიშა ვიყავი,
იკებანას ვაწყობდი,
სამსახოვანს ვაერთმნიშვნელიანებდი,
ღეროდ საკუთარ თავს ვაიგივებდი,
ყვავილის ფურცლებში ზეცის ღაწვებს ვხედავდი,
ფესვებიდან მიწის სურნელი თრთოდა…
ირგვლივ კი სიჩუმე იყო მხოლოდ,
მოსალოდნელი ქაოსის წინ რომ
ჩამოწვება ხოლმე, ისეთი…
და მე, სახეგადათეთრებული მანგა
განსწავლული ქალისა,
ვხდებოდი მარტივად სუფთა
და ამებასავით ერთუჯრედიანი,
რადგან ამ დროს ძნელი იყო რამეზე ფიქრი,
რადგან ასე უფრო ადვილი იყო,
სიმარტივეში იდო ყოველთვის ჰარმონია…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →