შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ზამთარი

ზამთარს ტირიფები ისე მოხდომია,
როგორც ზეცას თოვლის თეთრი გვირილები,
თურმე ზეციდანვე თოვლად წამოსულ ფიქრს,
ჩუმად გაუკვალავთ მიწის ბილიკები!

მიწას სისპეტაკე ისე ჰყვარებია,
ვითარც იანვრის თვეს თეთრი ტირიფები,
თუმც ამ ლამაზ ლექსში ფიქრის ცრემლთაღვრას და,
თოვლად ჩამოთოვას მე არ ვიფიქრებდი!

ზამთარს ტირიფები ისე შეუმოსავთ,
ვითარცა ფერიების მსგავსი ქალწულები,
და ეს სილამაზე ისე ნაღდია რომ,
იმწამს გვავიწყდება სოფლის მარწუხები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →