ჩანაწერი
Laravel
ბეღურის სუნთქვა
( ვუძღვნი მეგობრის ხსოვნას)
ამ თოვლისფერი ზეცით და მიწით
ჩემს ფანჯარასთან ბეღურა დაფრთხა...
და მე ვიხსენებ შენს ბოლო სიტყვას,
მარადისობას მოუხდა ახლაც...
ზამთარი, თოვლი, ბეღურა, შიში,
გასროლა, თოფი , ამ თოფში ტყვია
მზარავს მე ცივი დეკემბრის დილა
უკვე თოვლისფრად ...და უფრო მტკივა.
ეს ბეღურები ჩვენს თავს მაგონებს
უმწეო ფრთებით სიყვარულს ვქსოვდით,
( ზათქი და ზვავი სმენას შეასკდა)
მერე გაწითლდა ჩემს გვერდით თოვლიც
მე ამ ზამთარსაც უშენოდ ვივლი ,
ვეღარ გამათბობს ვერც ძველი პალტო.
მერე ფანჯარას მივუშვერ ღაწვს და
სუნთქვას შევიგრძნობ სრულიად მარტო.
ამ თოვლისფერი ზეცით და მიწით
ჩემს ფანჯარასთან ბეღურა დაფრთხა...
და მე ვიხსენებ შენს ბოლო სიტყვას,
მარადისობას მოუხდა ახლაც...
ზამთარი, თოვლი, ბეღურა, შიში,
გასროლა, თოფი , ამ თოფში ტყვია
მზარავს მე ცივი დეკემბრის დილა
უკვე თოვლისფრად ...და უფრო მტკივა.
ეს ბეღურები ჩვენს თავს მაგონებს
უმწეო ფრთებით სიყვარულს ვქსოვდით,
( ზათქი და ზვავი სმენას შეასკდა)
მერე გაწითლდა ჩემს გვერდით თოვლიც
მე ამ ზამთარსაც უშენოდ ვივლი ,
ვეღარ გამათბობს ვერც ძველი პალტო.
მერე ფანჯარას მივუშვერ ღაწვს და
სუნთქვას შევიგრძნობ სრულიად მარტო.
Laravel
კომენტარი
0