შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლექსს დავეძებდი

ლექსს დავეძებდი
მაგრამ არა ისე ძლიერ
თავგადაკლულად,
დასაწყისიდან რომ ვეძებდით
დღეში რამდენჯერ...

ლექსს დავეძებდი...
ამისათვის
მთა და ბარი არ მომივლია
არც კედელკედელ
ვტრიალებდი მის დასანახად.
იღლიის ფოსო ამოვივსე
მხოლოდ სიტყვებით
და გულის მხარეს
იარების ამოსაქოლად.

ლექსის ძებნაში
ტყეში ფოთლებს სხვა ვინ აგროვებს.
ან ფოთლებს რითმა
შევურჩიო,
პანაცეააა
მე შენი სუნთქვა
დავივიწყე,
ყველადღიური.
და ნაცივზამთრალ ხერხემალზე
ოფლი შემაშრა.



შენზე დაწერილ ლექსს ვეძებდი...

გადამიარე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →