შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უდირიჟორებ რითმების ორკესტრს!

მარი იმერი 8 წლის წინ
--------------------------'----
შენი ნაფერები მკერდი ისე მეწვის,
თითქოს ამომიწვეს შანთებით,
საყდრულ მყუდროებას ჩემში აეტუზე ,
გრძნობებს დაემუქრე გათელვით.

შენი ნაფერები სული ფერფლად მექცა,
ფერფლი ჩვენს ოცნებას აძველებს,
შავი ღამეები სულში დათარეშობს
რუხი წვიმა სულ მთლად მასველებს.
შენი ნაფერები მკერდი ისე მეწვის
გრძნობებგათელილი სინაზე,
ჩვენი სიყვარული ყალბი სიზმარია
და მეც გადავკიდებ სინაზე.
********
მალე ქარიშხლები ისევ ფრთებს გაშლიან
და შემოდგომას ზამთარი მოჰკეცს,
ნაღველშეზავებულ ცივი ღამეებით
ვუდირიჟორებ რითმების ორკესტრს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →