შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დავით აღმაშენებელს

მეფეთ, მეფეო! წმინდაო დავით!
ისევ აღადგექი, კვლავ გეტრფის ხალხი!
კვლავაც განსჭვალე ქართველი კაცი!
სარკინოზები გვებრძვიან დავით!

დავით მეფეო, აღმაშენებელო!
დიდების შარავენდით დამამშვენებელო!
ისევ აღსდექი, მოგვეც ნათელი
კვლავ გავამთელოთ ჩვენი საქართველო!

მეფეთ, მეფეო წმინდაო დავით!
თხოვნას გიბედავ თავდახრით მდგარი:
გთხოვთ, გადმოხედო კვლავ შენსა მამულს,
კვლავაც დიდგორით ვიყაროთ ჯავრი.

მეფეთ, მეფეო წმინდაო დავით!
მტრები მომხდულან, ვითარცა მაშინ!
ისევ დიდგორზე უნდა ავლესოთ,
მამაპაპების ნაჭედი ხმალი.

8.02.2020წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →