ჩანაწერი
Laravel
სიზმარს
როცა სრიალებს
დანა ყელში
და მზის საწოლში
სიკვდილი თბება,
ოქროს გუმბათებს
ფარავს ნაღმები,
ზურმუხტის ქვები
სხეულს ეფშვნება,
ბროწეულები
ამოდიან ცივ მინდორზე
და ესიზმრებათ
მოჭრილ ხელებს, როგორც ყვავილებს,
ძვლების სიღრმეში
ჩამდგარი სისხლი.
დანა ყელში
და მზის საწოლში
სიკვდილი თბება,
ოქროს გუმბათებს
ფარავს ნაღმები,
ზურმუხტის ქვები
სხეულს ეფშვნება,
ბროწეულები
ამოდიან ცივ მინდორზე
და ესიზმრებათ
მოჭრილ ხელებს, როგორც ყვავილებს,
ძვლების სიღრმეში
ჩამდგარი სისხლი.
Laravel
კომენტარი
1