შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ექსპრომტი პოეტს, რომელმაც მითხრა ..

ექსპრომტი პოეტს, რომელმაც მითხრა,
გავიგე, ჩემი პოეზია ძალიან გყვარებიაო


არ დაიჯერო, გაგიგონია
დღემდე რაც, არც ის – თუ რამ გინახავს.
ეს ის არ არის, რაც შენ გგონია,
ლექსების გამო კი არ მიყვარხარ!
გაგეცინება... ვერ მოვახერხე
დღემდე დამწველი გრძნობის გამხელა –
მე შენ მიყვარხარ, თორემ ლექსები...
ჩემიც კი მყოფნის თავზე საყრელად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →