შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ღრუბელი უფრო დაგინდობდა, მწვანე ..

ღრუბელი უფრო დაგინდობდა, მწვანე ბალახო.
მარილნაკბენი გეპკურება ჩემი ცრემლი და
მოგარიდებდი ფეხისგულებს, მუხლებს, მაგრამ ხომ
შენ აზიზმაზიზ, მსუბუქ ხელებს უფრო ვერ იტან.
და მეც უცნაურ, მაგრამ სანდო გრძნობას არ ვმალავ,
შევიძლებ ერთგულ ტკივილად და ცრემლად დაგირჩე –
ხომ მხოლოდ მაშინ ეპირები ჩემთან ლაპარაკს,
როცა ჯიუტად მოგდგები და გულზე გაბიჯებ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →