შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უფლის სახე

სიზმრად ვნახე უფლის სახე
თავს გვირგვინი ედგა მზისა
ცად ამაღლდა და განათდა
ჩვენი სულის მხსნელად იქცა.

ჭეშმარიტი არის რწმენა
იწამე და გაიხარე
უფლის გზაზე მავალ კაცსა
ეშმაკები ვერას ავნებს

ათი მცნების მატარებელს
უფლის მადლი თანდაჰყვება
ვინც მოყვასი შეიყვარა
მას უფალიც გადაყვება.

სიზმრად ვნახე უფლის სახე
ხელს იწვდენდა, გულს იღებდა
ცად ამაღლდა და განათდა
წუთისოფლის მხსნელად გვექცა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →